"რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებზე ბაზრის გახსნის საკითხზე საქართველოდან კერძო კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა.
"საქართველოდან რამდენიმე კომპანიისგან რუსეთში განაცხადი გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა და აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, არის, ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მით უმეტეს, ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს...
პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პროაქტიულად რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადები, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდათ მიღებული, შესაძლოა ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს არის ყველაფერი ამ ისტორიასთან დაკავშირებით", - თქვა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს.