მიშელმა პუტინს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პუტინს სატელეფონო საუბარში მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასასვლელი და დახმარებაზე წვდომა. მიშელმა ხაზი გაუსვა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების აუცილებლობა.  


ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 10 მარტს ანტალიაში გამართავენ შეხვედრას.

ასევე წაიკითხეთ: როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს