მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ამ მოვლენებს აქციის მონაწილეების მხრიდან პერფორმანსის გამართვა უძღოდა წინ, რასაც ხმაური მოჰყვა. „სირცხვილიას“ წარმომადგენლის თქმით, მოძრაობის სამი წევრია დაკავებული.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომაა.


აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას.