დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადა.
„დადგა მომენტი, როდესაც უკრაინის მეგობრებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია, რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი ამ კატასტროფულ შეჭრაში“, - განაცხადა ჯონსონმა ნიდერლანდელ და კანადელ კოლეგებთან ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გაერთიანებული სამეფო, კანადა და ნიდერლანდები „მხარ-მხარ დგანან“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.
„უკრაინის მხარდაჭერის ჩვენი ახალი საერთაშორისო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ხანგრძლივი და ურყევი დახმარების გასაწევად ახლაც და მომავალშიც და უფრო მეტ ქვეყანასაც მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.