კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდომ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პირთა სახელები აღებულია სიიდან, რომელიც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ არის შედგენილი.
სანქციების სიას კიდევ 10 პირი დაემატა. სასანქციო სიაში არიან კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო. სანქცირებულთა სიაში ასევე არიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, დუმის დეპუტატი პაველ კრაშენიკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
„ეს სანქციები აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის პუტინის ახლო წრეზე”, - განაცხადა ტრუდომ.
სამმა ლიდერმა, რომლებიც სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე ლონდონის დასავლეთით შეხვდნენ, ასევე განიხილეს ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე.