უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ქალაქ სუმიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაადასტურეს, რომ ქალაქ სუმიდან დაიწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.

პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ტელეგრამ-არხით ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქს მისცეს „მწვანე დერეფანი“ და დაიწყო ევაკუაციის პირველი ეტაპი.

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან