ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ ამ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.