ბორის ჯონსონი: უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმა“ გვექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმას“ აანონსებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ასევე არის შეთანხმება იმის შესახებ, რომ საჭიროა, ვაჩვენოთ უკრაინის ხალხს ახლა, რომ რაც არ უნდა მოხდეს,  თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა დაცული და აღდგენილი იქნება, ჩვენ ახლიდან ავაშენებთ უკრაინას და გვექნება მარშალის გეგმა უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ჯონსონმა.


მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის მიერ შემუშავებული პროგრამა ევროპის აღმშენებლობისთვის.  ნიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძირითადად, კი უილიამ კლეიტონმა და ჯორჯ კენანმა შეიმუშავეს.