უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ოვაციებით შეხვდნენ. ვიდეოზარით ჩართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს.
„ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ზღვაზე, ჰაერში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის", - მიმართა ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის ლიდერი მიმართავს დიდი ბრიტანეთის პარლამენტს.
CNN-ის ცნობით, უკრაინელმა ლიდერმა ბრიტანელებს შექსპირის ჰამლეტიდან სტრიქონი გაახსენა.
- „ყოფნა თუ არყოფნა? ცამეტი დღის წინ, ამ კითხვის დასმა შეიძლებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა აბსოლუტურად არა. ახლა გასაგებია, ჩვენ თავისუფლები ვიქნებით.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და პარლამენტს სთხოვა, „გამკაცრდეს სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ, ასევე, აღიაროს რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა NATO-ს მიმართ მოთხოვნა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შესახებ და სთხოვა ბრიტანეთს, იპოვოს გზა „უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები არ მუშაობს, ცის დახურვაც კი არ შეუძლიათ. ასე რომ, საჭიროა ევროპის უსაფრთხოების აღდგენის ნულიდან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.