Coca-cola-მ რუსეთში საქმიანობა შეაჩერა

Coca-Cola რუსეთში საქმიანობას აჩერებს. 

"ჩვენ მთელი გულით თანავუგრძნობთ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში დიდ ტანჯვას განიცდიან", -  წერს კომპანია თავის განცხადებაში.

"თვალ-ყურს მივადევნებთ სიტუაციას და შევაფასებთ მას მოვლენების განვითარების მიხედვით", - აღნიშნულია Coca-Cola-ს განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტს Pepsi-ც შეუერთდა.