აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ უკრანის დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს, 6.7 მილიარდი დოლარი კი, რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და კონტიგენტის განთავსებას, ასევე ამერიკული სამხრედრო აღჭურვილობის უკრაინაში და აშშ-ის მოკავშირეებთან ტრანსფერს მოხმარდება.
ასევე წაიკითხეთ:
იაპონიამ უკრაინის დასახმარებლად დამცავი აღჭურვილობა: ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და ჩაფხუტები გააგზავნა
პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს