„ხომ არ დადგა დრო, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ?“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან", ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა, სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ? და ამით ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება, ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.