პუტინს ეგონა, მისი არმია უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა და მარიონეტულ მთავრობას დასვამდა, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ წავა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მშვიდობის მისაღწევად მრავალი მხარის თანხმობა გჭირდება, თუმცა ომის საწარმოებლად მხოლოდ ერთიც კმარა. ახლა ჩვენს წინაშეა ომი, რადგან პუტინს გააჩნია ისტორიის სრულიად განსხვავებული ხედვა ჩვენგან. სწორედ ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცდება“, – განაცხადა ბორელმა.
ასევე წაიკითხეთ: