უკრაინამ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის დახმარება სთხოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.
იგორ ჟოვკვას განცხადებით, შეხვედრაზე ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი.