დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.

ცას დასაცავად საუკეთესო გზა საჰაერო სისტემაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის”, - განაცხადა ლიზ ტრასმა ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკოფერენციაზე.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი არ ისწრაფვის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ, რადგან ეს NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფრონტაციას გამოიწვევს.


დიდ ბრიტანეთს სურს რუსეთი SWIFT-დან სრულად გაირიცხოს და G7-ის ყველა ქვეყანამ დაასრულოს რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენება.

„ასე რომ, ჩვენ უნდა წავიდეთ უფრო შორს და სწრაფად ჩვენი რეაგირების საკითხში. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სანქციები“, - განაცხადა ტრასმა.


თავის მხრივ, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ნაბიჯებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 3615 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადასცა - დახმარების ნაწილი კი, გზაშია.