თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა „ცრუ დროშის“ ოპერაციასაც მიმართოს და ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენების „საბაბი“ შექმნას.

„ახლა, როდესაც რუსეთმა გამოთქვა ეს ცრუ პრეტენზიები და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, ჩვენ ყველამ თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში, ან შექმნას „ცრუ დროშის“ ოპერაცია მათი გამოყენებით”, - აცხადებს ჯენ ფსაკი.