გერმანიის კანცლერი თურქეთს 14 მარტს ეწვევა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ პროცესებს განიხილავენ.
ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 დეკემბერში გერმანიის კანცლერად აირჩიეს.