ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს, Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, მაკრონმა და შოლცმა ასევე განუცხადეს პუტინს, რომ გამოსავალი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა მოიძებნოს, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


„სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს დღეებში მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.