დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინის შეჭრას უკრაინაში, სანქციები დაუწესა.

„ჩვენი სანქციების სამიზნეები არიან ისინი, ვინც პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრის თანამონაწილეები არიან და ისინი, ვინც მხარს უჭერს ამ ბარბაროსულ ომს. ჩვენ გავაგრძელებ სანქციების გამკაცრებას. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული დახმარებით, თავდაცვითი იარაღით და დიპლომატიური ძალისხმევით რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მიზნით“, - განაცხადა საგარეო საქმთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. 


ახალი სანქციები აუკრძალავს ჩამოთვლილ პირებს ბრიტანეთში მოგზაურობას, გაერთიანებულ სამეფოში არსებულ აქტივებზე წვდომას და იქ ბიზნესის კეთებას.

ასევე წაიკითხეთ:

ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული