შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დააწესა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მეუღლის, ტატიანა ნავკას, ასევე მისი სრულწლოვანი შვილების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
დიმიტრი პესკოვი კი თავად უკვე არის სანქცირებულთა სიაში.