ილია მეორე: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

„ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება", - განაცხადა პატრიარქმა.

ასევე წაიკითხეთ:

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო