ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის გატაცებას.
„მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე, რისი იმედიც ასე ძალიან ჰქონდათ. იმიტომ რომ წლობით ატყუებდნენ საკუთარ თავს, თითქოს უკრაინაში ვინმე რუსეთს ელოდება. მათ ვერ იპოვეს კოლაბორაციონისტები, რომლებიც ოკუპანტებს ქალაქებსა და ძალაუფლებას გადასცემდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს.