ჟოზეფ ბორელი: უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რომელიც ვერ შესრულდებოდა
უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რომელიც ვერ შესრულდებოდა - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
„იყო დრო, როდესაც, შესაძლოა, ისეთი რამ იყო შემოთავაზებული, რაც მაშინ პრაქტიკაში ვერ შესრულდებოდა, მაგალითად, დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გამხდარიყვნენ. ეს იყო შეცდომა, რომ უკრაინას შეეძლო NATO-ში შესვლა. ვფიქრობ, შეცდომაა დაპირებების გაცემა, რომელსაც ვერ შეასრულებ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.