უკრაინაში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი დააფუძნა.

„დატყვევებული ოკუპანტების რაოდენობამ უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ ეს საკითხი არ შეიძლება, იმ სტრუქტურებს დარჩეთ, რომლებიც ჩვენ ომამდე გვქონდა, ამიტომ დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი.

მტრის ათასობით ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩავარდა ან ჩაბარდა, ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული წესებით თანახმად ეპყრობა. იმდენად ბევრია მათი რაოდენობა, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური სტრუქტურა, რომელიც ყველა დაკავშირებულ საკითხს განიხილავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.