უკრაინა: ქალაქი ვოლნოვახა აღარ არსებობს, ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია

ვოლნოვახამ არსებობა შეწყვიტა, რადგან მისი ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია“, ამის შესახებ დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო აცხადებს.

„ვოლნოვახის რაიონში 100 000-ზე მეტი მოსახლე იყო, რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა უკვე ევაკუირებულია... ამიტომ, ვიტყოდი, რომ ვოლნოვახა თავისი ინფრასტრუქტურით აღარ არსებობს. აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ტერიტორიისთვის...მტერს არ უნდა მივცეთ ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმის მიღწევის საშუალება“, - განაცხადა კირილენკომ.


მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.

დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.