საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს.
ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინის პოლიციამ აშშ-ის მოქალაქე ამოიცნო.
„ორი ამერიკელი ჟურნალისტი მიდიოდა ლტოლვილების გადასაღებად, ტოვებდნენ ირპენს, როდესაც მათ ესროლეს საგუშაგოს გადაკვეთის შემდეგ. NYT-ის ჟურნალისტს კისერში ესროლეს და მოკლეს. მის კოლეგასაც ესროლეს, მაგრამ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს JerusalemPost-ის ჟურნალისტი Twitter-ზე.
განახლება: ინფორმაცია დაადასტურა New York Times-მა. ამერიკელი ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი, 50 წლის ბრენტ რენო წარსულში მუშაობდა რამდენიმე ამერიკულ საინფორმაციო და მედია ორგანიზაციაში, მათ შორის HBO-ში, NBC-სა და The New York Times-ში.