„ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას „დანაშაულად“ აქცევს. სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დროებით შევაჩეროთ BBC News-ის ყველა ჟურნალისტისა და მათი დამხმარე პერსონალის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე შევაფასებთ ამ არასასურველი განვითარების სრულ გავლენებს. BBC News რუსულ ენაზე მაუწყებლობას რუსეთის ფარგლებს გარეთ განაგრძობს.
ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია და ჩვენ არ ვართ მზად, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ მათი საქმის შესრულების გამო“, - აცხადებდა ტიმ დევი, BBC-ის გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, BBC-ის ვებგვერდებზე წვდომა რუსეთში შეიზღუდა და კრემლმა BBC World News-ის ეთერი გათიშა.
„ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენს რუს აუდიტორიას ეკრძალება სანდო და მიუკერძოებელ სიახლეებზე წვდომა იმ დროს, როდესაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა BBC-ის წარმომადგენელმა. კორპორაციამ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ BBC News-ზე წვდომა.
შეგახსენებთ, ბრიტანული მაუწყებლის გარდა, რუსეთიდან თავიანთი ჟურნალისტები სხვა საერთაშორისო მედიასაშაულებებმაც გაიყვანეს.