„უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი Facebook გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.
აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. „არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან.
იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!“, - წერა ალეკო ელისაშვილი.