რომის პაპი: შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა, ვიდრე ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა

რომის პაპმა უკრაინაში ბავშვებისა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმო და მას ბარბაროსობა უწოდა. რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას რომელსაც დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაესწრო, განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ქალწული მარიამის სახელს ატარებს.

„შეწყვიტეთ შეტევები, ვიდრე ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა. ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა რომის პაპმა.