თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ერდოღანთან ორმხრივი მოლაპარაკებების წინ, შოლცი პირველად ეწვია მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს და გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი. თურქული მედიის ცნობით, შოლცი ბერლინში ორშაბათს უნდა დაბრუნდეს.
„ორმხრივი კავშირების გარდა, მოსალოდნელია აზრთა გაცვლა სხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, პირველ რიგში, უკრაინის საკითხსა და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას შეხვდნენ ანტალიაში, სადაც ომის დაწყების შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრა გამართეს.