ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ნაზარბაევის პრესსამსახურის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს ანტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.
თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევის მნიშვნელოვანი წვლილი ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებაში. შეხვედრაზე მხარეებმა შეხედეულებები გაცვალეს საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ხაზი გაუსვეს უკრაინაში არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებისა და სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას.