ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთს „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსი გაუუქმდება.
Reuters-ი წერს, რომ ამ ზომების დონით, რუსეთი სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს გაუთანაბრდება. დიპლომატიური წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ნავთობკომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ სანქცირებულთა სიას 14 რუს მილიარდერთან ერთად დაემატება საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი.
ამავე თემაზე
რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters