ჰააგის სასამართლო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინამ საქმე 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე შეიტანა.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების ​საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ.