თურქმენეთის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა.
2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა.
ამასთან, 40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება თურქმენეთის მმართველი – „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე 14 თებერვალს მიიღეს.
ცნობიდსთვის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერმა, 64 წლის გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის წევრებს საგანგებო სხდომაზე უთხრა, რომ აპირებს გადადგეს და ხელისუფლება "ახალგაზრდა ლიდერებს" დაუთმოს.
ასევე წაიკითხეთ: