მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საგუშაგოს ეწვია, რათა საზღვრის კვეთის მდგომარეობა, რიგები და ჰუმანიტარული საქონლის რეგისტრაციის პროცედურა განეხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
,,ჩვენი ძალა მხარდაჭერასა და ერთიანობაშია: მადლობას ვუხდით მოლდოვას დახმარებისთვის! მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, პალანკა-უდობნე-მაიაკის საგუშაგოს ეწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევაკუაციის მიზნით, მოლდოვისკენ მიმავალ უკრაინელებს.