Fox News-მა დაადასტურა, რომ უკრაინაში ტელეკომპანიის ოპერატორი მოკლეს

ამერიკულმა ტელეკომპანია Fox News-მა დაადასტურა, რომ მისი ოპერატორი, პიერ ზაკჟევსკი უკრაინაში მოკლეს. ოპერატორის მანქანას ცეცხლი ჰორენკაში, კიევის მახლობლად გაუხსნეს.

Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა განაცხადა, რომ დაშავებულია იმავე მანქანაში მყოფი ჟურნალისტი ბენჟამინ ჰოლი.

,,პიერი იყო ომის ზონის ოპერატორი, რომელიც აშუქებდა Fox News-ის თითქმის ყველა საერთაშორისო ამბავს, ერაყიდან ავღანეთამდე და სირიამდე, ჩვენთან ხანგრძლივი მუშაობის დროს. მისი, როგორც ჟურნალისტის ნიჭი შეუდარებელი იყო", - განაცხადა პიერ სკოტმა.