ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები რუმინეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან გამოვიდნენ წინადადებით, რომ ასამბლეამ ოფიციალურად აღიაროს რუსეთის მიერ მოლდოვის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. აქამდე ევროპის საბჭო იყენებდა ტერმინს - „რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ“, როგორც მისი ყველაზე მკაცრი ფორმულირება.