რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას დაკითხვა 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ოვსიანიკოვამ განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.
„დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მეგობრებს, კოლეგებს. ორი დღეა არ მიძინია. არანაირი იურიდიული დახმარება არ გამიწიეს, არანაირი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. დღეს უბრალოდ უნდა დავისვენო", - განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.
მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა.