მედია: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უახლესი ამერიკული მართვადი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უახლესი ამერიკული მართვადი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ კონგრესმენზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნული შეიარაღების უკრაინის გადაცემის თაობაზე თათბირს დღეს გამართავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეიარაღებას აქტიურად იყენებს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები. ამასთან, „სვიჩბლეიდ 300“ განკუთვნილია სამხედრო პერსონალზე დარტყმების მისატანად, ხოლო „სვიჩბლეიდ 600“-ით შესაძლებელია ტანკების, არტილერიის და ჯავშანტექნიკის განადგურება.

ასევე წაიკითხეთ:

ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს