მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ICJ-ის განაჩენები აღსრულება სავალდებულოა.
„უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ უბრძანა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლაციაში მოახდენს“, - წერს თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.