ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლესი მოვლენები განიხილეს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს მშვიდობის აღსადგენად და მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მალე.

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის მეგობარს ესაუბრა ტელეფონით. მან ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ესაუბრა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ბრძოლასა და მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობაზე.


ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღვის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში. ჩავუშოღლუ რუსეთიდან უკრაინაში ჩადის. პარალელურად, 16 მარტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრეზიდენტს უმასპინძლა.


ასევე წაიკითხეთ:

რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს

აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს

მევლუთ ჩავოშუღლუ: თურქეთს მკაფიო პოზიცია აქვს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ კრიზისზე


თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ ამ კვირაში გზავნის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო.