რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
„მივიჩნევთ, რომ მიუღებელი და უპატიებელია ამგვარი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომლის ბომბებისგან მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ჯო ბაიდენის კომენტარი „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ასევე წაიკითხე:
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა