უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი: ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნე გავანადგურეთ

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მტრის 10 სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნეა განადგურებული, მათ შორის არის ხუთი სუ-34-ის ტიპის ავიაგამანდურებელი, სამი ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი: კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს