მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მოადგილე, სერგეი ორლოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს თეატრის შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.

ამასთან, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.