ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ოთხშაბათს ინვესტორებისთვის $117 მილიონის გადახდის ბრძანება გასცა.
ამასთან, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა სახელმწიფო მედია Russia Today-ს განუცხადა, რომ რუსეთმა კრედიტორების წინაშე ვალდებულებები შეასრულა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადახდა შეიძლება არ განხორციელდეს, თუ შეერთებული შტატები ნებართვას არ გასცემს.
ამასთან, მათივე ცნობით, თუ აშშ დაბლოკავს გადახდას, რუსეთმა განაცხადა, რომ შეეცდება ინვესტორებს რუბლში გადაუხადოს და არა დოლარში. თუმცა, Fitch Ratings-ის მიხედვით, ეს შეიძლება დეფოლტად ჩაითვალოს.