აშშ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარების მიზნით, $180 მილიონს გამოყოფს

$1,5 ტრილიონის ოდენობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტის ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს მოაწერა ხელი, შეერთებულმა შტატებმა ბალტიის ქვეყნებისთვის, ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და ლიეტუვისთვის  $180 მილიონიანი დახმარება დაამტკიცა.

„კონგრესის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ჩვენი რეგიონის დაცვის უზრუნველყოფის ერთგულია და მკაფიოდ ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ასევე იწყება ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვიდან“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა.


ცნობისთვის, გასულ კვირას რეგიონს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია და ბალტიის სამი ქვეყანა NATO-სა და ამერიკის მხარდაჭერაში დაარწმუნა.