რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს NATO-ს წევრობაზე განაცხადი; ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი.
მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება.
როგორც ცნობილია, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება.
ასევე წაიკითხეთ:
ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა