უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლები გუშინ, ღამით, მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაურიც, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევიც დაიღუპა.
Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარევის მეთაურობით როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. საჰაერო-სადესანტო ჯარები რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტარულ" ქვედანაყოფად ითვლება.
ამ ეტაპზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველი, დაღუპული მებრძოლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.