გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის განცხადებას გამოეხმაურა.
„კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი (როგორც ომის ავტორი). ევროპაში ეს შეიძლება ცრუ ტენდენციად იქცეს, რადგან რუსების 71% მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მასობრივ მკვლელობებს. იქონიეთ ეს მხედველობაში“, – წერს Twitter-ზე პოდოლიაკი.
ასევე წაიკითხეთ: