რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, - ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა CNN-ს განუცხადა.
მისი თქმით, რუსებმა დაუშვეს ბევრი სერიოზული შეცდომა უკრაინაში შეჭრის დროს, ამიტომ მათი წინსვლა გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა. „ვფიქრობ, რუსეთი ვარაუდობდა, რომ ისინი სწრაფად იმოქმედებდნენ და დედაქალაქს ძალიან მალე დაიკავებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს“, – განაცხადა ოსტინმა
პენტაგონის ხელმძღვანელის შეფასებით, რუსებს ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ. „ამიტომ ვერ ვხედავ ტაქტიკური დაზვერვის კარგად გამოყენების მტკიცებულებას. ასევე, საავიაციო შესაძლებლობების სახმელეთო მანევრებთან ინტეგრაციის მტკიცებულებას. არის რამდენიმე რამ, რასაც ველოდით, რომ გვენახა, მაგრამ არ გვინახავს“, – განაცხადა ოსტინმა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს